Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინმა მე-6 მარცხი განიცადა და რთულ ვითარებაშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 33 წლის ქართველი სუმოისტი იაპონელ იჩიამამოტოსთან იორიკირით წააგო
  • ტოჩინოშინს მიზნის მისაღწევად დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან ექვსის მოგება სჭირდება

დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირზე კვლავაც წარმატებულად ასპარეზობს.

დღეს, ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა იჩიამამოტოს გაეჯიბრა და მართალია სასტარტო შეჯახების შემდეგ უპირატესობა მოიპოვა, ის ვერ გამოიყენა და 27 წლის იაპონელმა ქართველი სუმოისტი იორიკირით დაამარცხა.

აკი ბაშოს ნაკაბის (შუალედური, მე-8 დღე) თავზე ტოჩინოშინს 2 მოგება და 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება. ქართველი სეკიტორი მიზანს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუკი დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან ექვსს მოიგებს.

ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიიონო იქნება, რომელსაც ტოკიოში 3 მოგება და 5 მარცხი გააჩნია. ლევან გორგაძე 29 წლის მიიოჰიტო მოტოის ერთადერთხელ შეხვედრია და წლეულს ივლისში ის ბრძოლა იორიკირით აქვს წაგებული.

ამ დროისთვის, შემოდგომის სუპერტურნირს მაქსიმალური შედეგით ლიდერობს იოკოძუნა ტერუნოფუჯი, რომელიც თავიდანვე შეჯიბრის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა, მის უახლოეს მდევარ მიოგირიუს (დასავლეთის მე-10 მაეგაშირა) კი აქტივში 7 მოგება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები