- ტურნირს 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ფინეთი უმასპინძლებს
- ნაკრების მწვრთნელთა შორის ეროვნული გუნდის თავკაცი გიორგი ასანიძეც იქნება
24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში ფინეთის ქალაქი როვანიემი 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.
ქართველი ძალოსნების ნაწილი დღეს გაემგზავრა, დანარჩენები კი ფინეთისკენ გეზს რამდენიმე დღეში 23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით აიღებენ.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა
U 20
55 კგ. ბაჩუკი შამილიშვილი
67 კგ. გურამ გიორბელიძე
73 კგ. არჩილ მალაყმაძე
81 კგ. ედუარდ კაკაბაძე
89 კგ. ლომია თებიძე
102 კგ. ზაზა ლომთაძე, ვანო ქაზუმაშვილი
109 კგ. აკაკი ტალახაძე
U 23
73 კგ. კახი ასანიძე
89 კგ. რეზი დავითაძე, ირაკლი გობეჯიშვილი
102 კგ. ირაკლი ჩხეიძე
კომენტარები