Thumbnail
  • ბრაზილიელმა მცველმა დანილომ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა
  • დანილო ტურინის იუვენტუსში ბოლო სამ წელში მესამე მწვრთნელთან მუშაობს

ტურინის იუვენტუსის მცველმა, ბრაზილიელმა დანილომ იტალიურ პრესასთან იმ მწვრთნელების შესახებ ისაუბრა, რომლებთანაც ბოლო წლების განმავლობაში უმუშავია და აღნიშნა, რომ პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ყველაზე რთულია.

''მე დიდ მწვრთნელებთან მიმუშავია და ვმუშაობ: ზინედინ ზიდანი, მასიმილიანო ალეგრი, პეპ გვარდიოლა. მათგან ყველაზე მეტად გვარდიოლასთან მუშაობაა რთული. ტრავმის გამო, მანჩესტერ სიტიში ბევრი მატჩი ვერ ჩავატარე, მაგრამ რაღაცები სხვანაირად დავინახე. მართალია, რომ მასთან ურთიერთობა მარტივი არაა. ის არასდროს ისვენებს და ყოველთვის ფეხბურთზე ფიქრობს.

ვფიქრობ, სახლში საღამოს ისე იქცევა მეუღლესთან, თითქოს ის მისი ფეხბურთელია და მინდორზე დავალებებს აძლევს'.

რაც შეეხება ალეგრის, მისგან უკვე ბევრი ვისწავლე და ვცდილობ, რომ კიდევ ვისწავლო. მას რაღაც განსხვავებული სურს და მჯერა, რომ ძლიერს გამხდის ', - განაცხადა დანილომ.

დანილო იუვენტუსში მესამე წელია თამაშობს, ის ტურინულ გრანდში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. გარდა ამისა, ის რეალის, პორტოს, სანტოსისა და ამერიკა მინეიროს ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები