Thumbnail

რაგბი | უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთი გაანადგურეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველო 76:0 ჩეხეთი
  • ნახევარფინალში 18-წლამდელთა ნაკრების მეტოქე ბელგია იქნება

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მოქმედი გამარჯვებულის რანგში ჩაერთო და ტიტულის დაცვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.

რუსეთის ქალაქ კალინინგრადში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ჩეხეთს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 76:0 გაანადგურეს. ანგარიშიდანაც სჩანს, რომ უმცროსი ბორჯღალოსნების უპირატესობა აშკარა იყო და ჩეხებს ჯარიმის დარტყმის საშუალებაც კი არ მისცემიათ.

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით იმარჯვა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ამგვარად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა და ბელგიას შეხვდება, რომელმაც პირველ მატჩში მასპინძელ რუსეთს 21:10 სძლია. ფინალის მე-2 საგზურისთვის ესპანეთი და პორტუგალია იბრძოლებენ. ესპანელებმა რუმინეთი 45:8 დაამარცხეს, პორტუგალიამ კი ნიდერლანდებს სძლია – 26:15.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალები 6 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ფინალი კი 9-ში შედგება. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ტურნირს ასევე კალინინგრადმა უმასპინძლა და მაშინ ფინალში ქართველმა მორაგბეებმა ესპანეთს 20:10 სძლიეს, ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში კი პორტუგალიამ რუსეთს 38:27 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები