- საქართველო 37:3 ბელგია
- უმცროს ბორჯღალოსნებს გადამწყვეტი მატჩი 9 ოქტომბერს პორტუგალიასთან ელით
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ კალინინგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგიას 37:3 სძლია და 9 ოქტომბერს, ოქროს მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრებმა 6 ლელო დადო, რომლებიც ლუკა სახელაშვილის, ნიკოლოზ ბაბუნაშვილის, დავით ხუროშვილის, გიგი ქურხულისა (2) და ნიკა ლომიძის ანგარიშზეა.
ფინალში უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე პორტუგალია იქნება, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში მეზობელ ესპანეთს მოულოდნელად იოლად – 31:12 მოუგო.
კომენტარები