Thumbnail

ტურინში ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ოთხთა ფინალის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა - საფრანგეთის ნაკრებმა ბელგია 3:2 დაამარცხა და ფინალში, რომელიც 10 ოქტომბერს "სან სიროზე" გაიმართება, ესპანეთს დაუპირისპირდება. იუვენტუსის სტადიონზე 5-გოლიანი თრილერი გაიმართა, ბელგიამ ტაიმი 2:0 მოუგო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა მეორე ტაიმში თამაში შეატრიალა, გამარჯვების გოლი მატჩის ბოლოს ტეო ერნანდესის ანგარიშზეა.

პირველ ტაიმში რობერტო მარტინესის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, ჯერ ლორისმა გადაარჩინა საფრანგეთის ნაკრები დე ბრუინის დარტყმის შემდეგ, თუმცა 37-ე წუთზე იანიკ კარასკომ დე ბრუინის პასით ანგარიში გახსნა. მე-40 წუთზე რომელუ ლუკაკუმ ფანტასტიკურად ითამაშა და ანგარიში ორამდე გაზარდა, საგოლე პასი კვლავ კევინის ანგარიშზეა - 2:0.

62-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ მბაპეს პასით ერთი ბურთი გაქვითა. მალევე VAR-ის წყალობით ბელგიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მბაპემ გამოიყენა - 2:2. მატჩის ბოლოს ლუკაკუმ კონტრშეტევაზე გაიტანა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა. სამაგიეროდ, 91-ე წუთზე ტეო ერნანდესმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:3.

ბელგია 2:3 საფრანგეთი

გოლები: 1:0 კარასკო (37), 2:0 ლუკაკუ (40), 2:1 ბენზემა (62), 2:2 მბაპე (69-პენალტი), 2:3 ტ. ერნანდესი (91)

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, დენაიერი, ვერტონგენი - კასტანი (92. ბაჩუაი), ვიტსელი, ტილემანსი (70. ვანაკენი), კარასკო - დე ბრუინი, ლუკაკუ, აზარი (75. ტროსარი)

საფრანგეთი (3-4-1-2): ლორისი - კუნდე, ვარანი, ლ. ერნანდესი - პავარი (92. დუბუა), პოგბა, რაბიო (76. ტჩუამენი), ტ. ერნანდესი - გრიზმანი - ბენზემა (97. ვერეტო), მბაპე

კომენტარები

ბოლო ამბები