Thumbnail

ძალოსნობა | ნიკოლოზ ესართიას ვერცხლი ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 16 წლის ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 287 კგ. დააფიქსირა
  • მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 2 წევრი გამოვა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრმა ნიკოლოზ ესართიამ (73 კგ.) საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა.

16 წლის ქართველმა ძალოსანმა ატაცში 128 კგ. დააფიქსირა და მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, აკვრაში კი 159 კგ-ს გაუმკლავდა და მცირე ვერცხლს გამორჩა. საერთო ჯამში, ნიკოლოზმა თავი 287 კგ-ს მოუყარა და მხოლოდ რუს ნიკიტა ვაგინს (291 კგ.) ჩამორჩა, ბრინჯაოს მედალს კი ესპანელი კილიან გალარტ ლეჩონი (284 კგ.) დაეუფლა.

ნიკოლოზ ესართია

ატაცი: 124 კგ. ✅, 128 კგ. ✅, 131 კგ. ❌

აკვრა: 154 კგ. ✅, 159 კგ. ✅ 164 კგ. ❌

საქართველოს ნაკრები ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე მხოლოდ 3 სპორტსმენითაა ჩასული. 10 ოქტომბერს ფიცარნაგზე გურამ ვეკუა (96 კგ.) გავა, ხოლო 11-ში ნათია გადელია (81 კგ.) იასპარეზებს. ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია, გადელიას კი თემურ ჯანჯღავა ავარჯიშებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები