Thumbnail
  • ანდორა-ინგლისის მატჩის წინა დღეს სტადიონზე ხანძარი გაჩნდა
  • Estadi Nacional-ზე ცეცხლი მალევე ჩააქრეს, მატჩი, სავარაუდოდ, გაიმართება

შაბათს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ინგლისის ნაკრები სტუმრად ანდორას ეთამაშება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ადგილობრივ არენა Estadi Nacional-ზე ხანძარი გაჩნდა - სტადიონზე, რომელიც 3 300 მაყურებელს იტევს, პარასკევს ნაშუადღევს ცეცხლი სატელევიზიო პუნქტს გაუჩნდა. ხანძრამდე სამი საათით ადრე იქ ინგლისის ეროვნული გუნდი ვარჯიშობდა.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. დიდი ალბათობით, შაბათს მატჩის გამართავს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები