Thumbnail

ე.წ. Tropheé Yachine, ანუ ლევ იაშინის სახელობის ჯილდო ჯერ მხოლოდ ერთხელაა გაცემული - 2019 წელს ეს წოდება ლივერპულის მეკარე ალისონმა დაიმსახურა, 2020-ში კი France Football-ს დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო საერთოდ არ ჩაუტარებია. 2019-ში, ალისონის შემდეგ, მეორე ადგილზე გერმანელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) გავიდა, ესამეზე კი - ალისონის თანამემამულე ედერსონი მანჩესტერ სიტიდან.

2021 წლის კანდიდატებს შორის ტერ შტეგენი და ალისონი არ არიან. ყველაზე მეტი მეკარე TOP 10-ში პრემიერლიგას ჰყავს - ედერსონი, ედუარდ მენდი, კასპერ შმაიხელი და ემილიანო მარტინესი. ასტონ ვილას არგენტინელი კიპერის ამ სიაში გამოჩენა ბევრს გაუკვირდება.

იაშინის პრიზი - 10 კანდიდატი

ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
ედუარდ მენდი (ჩელსი)
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
კასპერ შმაიხელი (ლესტერი)
ტიბო კურტუა (რეალი)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
იან ობლაკი (ატლეტიკო)
კეილორ ნავასი (პსჟ)
მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)

კომენტარები

ბოლო ამბები