Thumbnail

“ოქროს ბურთის” კანდიდატების 30-კაციან სიასთან ერთად, ფრანგულმა გამოცემა France Football-მა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოსთვის წარდგენილი 10 ფეხბურთელისგან შემდგარი შორტლისტიც გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ რაიმონ კოპას სახელობის პრიზისთვის მებრძოლი ათი U21 ფეხბურთელიდან ორი დორტმუნდის ბორუსიას მოთამაშეა - ჯუდ ბელინგემი და ჯოვანი რეინა. და საერთოდ: TOP 10-ში ბუნდესლიგის 4 ფეხბურთელი მოხვდა - ბელინგემისა და რეინას გარდა, სიაში არიან ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) და ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საუკეთესო ახალგაზრდა (U21) ფეხბურთელის ჯილდო იუვენტუსის ნიდერლანდელ მცველ მატეის დე ლიხტს გადაეცა, ხოლო 2018 წელს კი გამარჯვებული კილიან მბაპე გახდა. 2020 წელს კოპას პრიზი კორონავირუსის პანდემიის გამო არ გათამაშებულა. 

Kopa Trophy - 10 კანდიდატი

ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი)
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი)
ჯოვანი რეინა (დორტმუნდი)
ნუნუ მენდეში (პსჟ)
მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ბუკაიო საკა (არსენალი)
პედრი (ბარსელონა)
ჟერემი დოკუ (რენი)
რაიან გრავენბერხი (აიაქსი)

კომენტარები

ბოლო ამბები