Thumbnail

უძლიერესი შემადგენლობა ფინალში - პორტუგალიასთან მე-3 ტიტულის მოსაგებად

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას ფინალში შეხვდება
  • უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჩეხეთსა და ბელგიას მოუგეს

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ზურაბ ამონაშვილს ფინალისთვის უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს შერჩეული. საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე მხოლოდ 3 ქულა აქვს გაშვებული.

3 ოქტომბერს, 1/4-ფინალში, საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია, ნახევარფინალში კი ბელგიას 6 ოქტომბერს 37:3 მოუგო. ფინალში, 9 ოქტომბერს, საქართველოს მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. შეხვედრა 21:00-საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. დავით იმნაძე (იუნკერები), 23. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. გიორგი გერგედავა (აია).

კომენტარები

ბოლო ამბები