- ფინალი: პორტუგალია 0:27 საქართველო
- უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგეს
უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები არიან. ისევ!
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ კალინინგრადში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას 27:0 სძლია და ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.
ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმში 4 ლელოს დადება შეძლეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ერთი ლელო მიითვალეს და მეტოქე მარტივად დაამარცხეს. საქართველომ 3 ოქტომბერს 1/4-ფინალში ჩეხეთს 76:0 სძლია, ნახევარფინალში კი ბელგიას 6 ოქტომბერს 37:3 მოუგო.
პეტრე ხუციშვილი: "ძალიან ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო, ეს მოგება თქვენ მოგიძღვენით! ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამით ცოტა მაინც გავახარეთ თქვენი გულები. ძალიან გვიყვარხართ."
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 2018 წელს საფრანგეთს ფინალში 8:3 მოუგო, 2019 წელს კი ესპანეთი 20:10 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის წინა ჩემპიონატიც კალინინგრადში მოიგო.
კომენტარები