Thumbnail
  • პარიზის გრანდ სლემი 16-17 ოქტომბერს გაიმართება
  • ვაჟა მარგველაშვილი ერთით მძიმე წონაში გადაინაცვლებს 

16-17 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქში პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 5 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს. პარიზში ასპარეზობას სულ 48 ქვეყნის 293 ძიუდოისტი გეგმავს. 

პარიზში გამოვლენ: ვაჟა მარგველაშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81), ლუკა მაისურაძე (-90), ონისე სანებლიძე (-100) და ეთერ ლიპარტელიანი (-57). როგორც ხედავთ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი მარგველაშვილი ერთი წონით მაღალ კატეგორიაში გამოვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაჟა წონას იცვლის - ცვლილება მხოლოდ დროებითია.

გრიგალაშვილმა და ლიპარტელიანმა ტოკიშო მე-5 ადგილები დაიკავეს, ხოლო მაისურაძეს და სანებლიძეს ოლიმპიადაზე არ უჭიდავიათ. შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, როგორც წონაში ისე აბსოლუტურ ცხრილში 6 667 ქულით. ის დაახლოებით ხუთასი ქულით უსწრებს ნიკოლოზ შერაზადიშვილს (ესპანეთი) - 6 154 ქულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები