Thumbnail

WhoScored-მა მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი შევიდა. შეგახსენებთ, რომ ამ ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 2:1 დაამარცხა კოსოვო, ხოლო შვედეთმა შინ 2:0 მოუგო საბერძნეთის ნაკრებს. ტურის სიმმოლურში 6 შვედი, 3 კოსოვოელი და 2 ქართველი შევიდა (ბერძნები რჩეულთა შორის ვერ მოხვდნენ). 

ტურის სომბოლურში არიან გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი. კოსოვოელთაგან გუნდში მოხვდნენ ვოივოდა, ცელინა და მურიქი. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კი ალეკსანდერ ისაკი (შვედეთი) გახდა - 8.3 ქულა. 

აღსანიშნავია, რომ ტურნირის (მიმდინარე) სიმბოლურში ქართველები არ არიან - 5 შვედია, 3 ესპანელი, 2 ბერძენი და 1 კოსოვოელი. 

ტურის სიმბოლური. B ჯგუფი:  ოლსენი (შვედეთი) - ვოივოდა (კოსოვო), დანიელსონი (შვედეთი), კაშია (საქართველო), აუგუსტინსონი (შვედეთი) - წიტაიშვილი (საქართველო), ოლსონი (შვედეთი), ცელინა (კოსოვო), ფორსბერგი (შვედეთი) - ისაკი (შვედეთი), მურიქი (კოსოვო).  

B ჯგუფის საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ნაკრები ყველაზე იშვიათად ურტყამს კარში - 7.1, თუმცა ზუსტი დარტყმებით კოსოვოს უსწრებს - საშუალოდ 2.7.

📌 ნაკრები დრიბლინგით (იგულისხმება წარმატებული) პირველა ადგილზეა - 10.0.

📌 ბურთის ფლობით, ნაკრები ბოლო ადგილზეა 40.5%. პირველზე ესპანეთია (77.1%), ერთადერთი გუნდი, რომელსაც 50%-ზე მეტი აქვს.

📌 პასების სიზუსტით ესპანეთი ერთი თავით სჯობნის ყველას - 91.5%. მეორე ადგილზე საქართველოა (79.9%), მაგრამ ბოლოადგილოსანს მხოლოდ 1.7%-ით უსწრებს.

📌 საჰაერო დუელებში საქართველო ბოლოა - 11.6 მოგებული დუელი თამაშში. 

📌 საშუალო შეფასებებით ჯგუფში ქართველთაგან საუკეთესოს, ხვიჩა კვარაცხელიას 7.19 ქულა აქვს და ის მე-12 ადგილზეა. პირველი ისაკია - 7.83, შემდეგ მოდის კარლოს სოლერი (ესპანეთი) - 7.65 და ანასტასიოს ბაკასეტასი (საბერძნეთი) - 7.62. 

📌 გიორგი ლორიამ და ვედათ მურიქიმ (კოსოვო) მოედანზე ყველა, 630 წუთი გაატარეს (7-7 მატჩი). 

📌 4-4 გოლით ისაკი და ფერან ტორესი (ესპანეთი) ლიდერობენ. თითოეულს იმდენივე გოლი აქვს გატანილი, რამდენიც საქართველოს ნაკრებს, რომლის რიგებშიც 2 გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 

📌 WhoScored-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები 3-3-ჯერ გახდნენ ისაკი და ბაკასეტასი, 2-2-ჯერ კვარაცხელია და მურიქი. 

📌 საშუალოდ 4 წარმატებული დრიბლინგით პირველი კვლავ კვარაცხელია, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოსთან მას ერთხელაც არ გამოუვიდა. 

📌 ხვიჩა პირველია უარყოფითი კუთხითაც - საშუალოდ 3.6 ცუდი კონტროლი ბურთზე. 

საქართველოს ნაკრების TOP-5. WhoScored

1. ხვიჩა კვარაცხელია - 7.18
2. თორნიკე ოქრიაშვილი - 6.63
3. გურამ კაშია - 6.62
4. ჯაბა კანკავა - 6.59
5. ოთარ კიტეიშვილი - 6.52

კომენტარები

ბოლო ამბები