Thumbnail

ახალი ისტორიის დასაწყისი - ქართული ფრენჩაიზი პირველი მატჩისთვის ემზადება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართული ფრენჩაიზის პირველი ღია ვარჯიში მედიის წარმომადგენლებისთვის
  • შავი ლომი ისრაელის თელავივ ჰითიასთან სათამაშოდ ემზადება

პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა ''შავმა ლომმა'' მედიის წარმომადგენლებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართა.

''შავი ლომი'' პირველ ოფიციალურ თამაშს 16 ოქტომბერს, ავჭალაში 17 საათზე გამართავს. რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ რაუნდში, მისი მეტოქე ისრაელის ''თელავივ ჰითია'', რომლის შემადგენლობა უმეტესად სამხრეთაფრიკელი, კუნძულელი და ინგლისელი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.

პირველ დაპირისპირებამდე კომენტარი მერაბ შარიქაძემ გააკეთა, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის კაპიტანიცაა.

ლევან მაისაშვილი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა

მერაბ შარიქაძე: ქართული რაგბის განვითარებისთვის ფრენჩაიზს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ის არის პლაცდარმი, სადაც შეიძლება არაერთი მოთამაშე გამოიცადოს და განვითარდეს. ასევე არის საშუალება, რომ შევთამაშდეთ სანაკრებო მატჩებისთვის. გვაქვს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა, რადგან ამ გუნდისთვის თაობები დაიხარჯნენ და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ,რომ მისი არსებობა ქართული რაგბისთვის ფასეულია.

თელავივის გუნდს შემადგენლობაში ძალიან ბევრი სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მოთამაშე ყავს. კარგი გუნდი უნდა იყოს და ვფიქრობთ, რომ ეს თამაში საინტერესო გამოწვევა იქნება.

ჩვენი ჯგუფი მეორეზე ბევრად ძლიერია, რაც გეოგრაფიული პრინციპითაა განპირობებული, თუმცა ეს ჩვენთვის მთლიანობაში არაფერს ცვლის.

ლაშა ხმალაძე შავ ლომში ითამაშებს

შავი ლომისა და ისრაელის თელავივ ჰითი გარდა, ამ ჯგუფში რუსეთის ენისეი და პენზის ლოკომოტივი თამაშობენ. ენისეიმ ლოკომოტივს ორივე მატჩი მოუგო და ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს. შავი ლომის პირველი მატჩი ახალი ფურცელი იქნება ქართული რაგბის ისტორიაში. იმედია, რომ ფრენჩაიზი ეროვნული ნაკრების განვითარებაშიც დიდ წვლილს შეიტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები