Thumbnail

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილ გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. 5-7 ნოემბერს დაგეგმილ ტურნირზე 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - 9 ვაჟი და 2 გოგონა.

ტატამიზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბექაურიც (90 კგ.) გავა, რომლისთვისაც ეს ოლიმპიური ჩემპიონის რანგში პირველი შეჯიბრება იქნება. ბაქოში ასევე ვიხილავთ ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორებს - ლაშა შავდათუაშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და გურამ თუშიშვილს. აღსანიშნავია ისიც, რომ უფროსებს შორის დებიუტი ექნება გიორგი შერაზადიშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

საქართველოს შემადგენლობა ბაქოს გრანდ სლემზე

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.), თორნიკე ფოლადაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური (90 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ.), მზია ბებოშვილი (52 კგ.)

ამჟამინდელი ინფორმაციით, ბაქოს გრანდ სლემში მონაწილეობას 17 ქვეყნის 95 ძიუდოისტი მიიღებს. აქვე გეტყვით, რომ 16-17 ოქტომბერს პარიზის გრანდ სლემი ჩატარდება, რომელშიც 5 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთვება - ვაჟა მარგველაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლუკა მაისურაძე (90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები