Thumbnail

გვითხარი, სად მოვხატოთ შემდეგი სტადიონი?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ნიკო", რომელიც "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge--ს პარტნიორია, კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს. პროექტის მიზანი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.


თანამშრომლობის ფარგლებში, რომელშიც ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 მოედანი უნდა გახდეს. გიგანტური ნახატებით საქართველოს 3 ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში უკვე დაიფარა 4 მოედანი. იგეგმება კიდევ ერთი მოედნის მოხატვა. მოძრაობა "ნიკოსა" და Responsible.ge-ს გადაწყვეტილებით კი, პროექტის ბოლო სტადიონი ხმის მიცემით შეირჩევა.

გამოკითხვაში, რომელიც ონლაინ ტარდება და 22 ოქტომბერს დასრულდება, თბილისის ოთხი უბნის სტადიონი მონაწილეობს - დიდუბის (აგლაძის ქუჩა), გლდანის (V მიკრო), ისნის (ნაკადულის IV გასასვლელი) და ზღვის უბნის (X კვარტალი). ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

Responsible.ge "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები