Thumbnail
  • Tuttosport-მა Golden Boy 2021-ის ნომინატთა სია 20-მდე შეამცირა
  • დაჯილდოების ცერემონიალი 13 დეკემბერს, ტურინში გაიმართება

Tuttosport-მა თავისი ყოველწლიური ჯილდოს, Golden Boy 2021-ის ნომინატთა სია 20-მდე შეამცირა, რომელსაც იტალიური გამოცემა ევროპის მასშტაბით საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს ყოველწლიურად გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ ნომინანტთა შორის თავდაპირველად საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, თუმცა გაცხრილვის შემდეგ, 40-კაციანი სიის მიღმა დარჩა. ჯილდოსთვის ბრძოლას აგრძელებენ: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ედუარდო კამავინგა და როდრიგო (ორივე რეალი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), პედრი და გავი (ორივე ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი) და სხვები.

პედრი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც წელს Ballon d'Or-ზე, Kopa Trophy-სა და Golden Boy-ზეა ნომინირებული

Golden Boy 2021-ის ნომინანტები 

ქარიმ დავიდ ადეიემი (ზალცბურგი)
ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი)
ედუარდო კამავინგა (რეალი)
შარლ დე კეტელარე (ბრიუგე)
გავი (ბარსელონა)
ბრაიან ხილი (ტოტენჰემი)
რაიან გრავენბერხი (აიაქსი)
მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
დანიელ მალდინი (მალდინი)
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი)
პედრი (ბარსელონა)
რობერტო პიკოლი (ატალანტა)
იერემი ხესუს პინო (ვილიარეალი)
ჯოვანი რეინა (დორტმუნდი)
როდრიგო (რეალი)
ბუკაიო საკა (არსენალი)
ვილიამ სალიბა (მარსელი)
იურიენ ტიმბერი (აიაქსი)
ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი)

პრესტიჟული ჯილდოს ბოლო გამარჯვებული დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი გახდა (2020). იქამდე კი Golden Boy მიღებული აქვთ: პორტუგალიელ ჟოაო ფელიქსს (2019), ნიდერლანდელ მატეის დე ლიხტს (2018) და ფრანგ კილიან მბაპეს (2017). 

ტრადიციულად, ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელის გამოვლენაში მონაწილეობას გამოცემები: Corriere dello Sport, Gazzetta dello Sport, Marca, L’Equipe, Bild, The Times, Blick, De Telegraaf, A Bola, Aftonbladet და SportDay მიიღებენ, დაჯილდოების ცერემონიალი კი 13 დეკემბერს, ტურინში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები