Thumbnail
  • ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის კაია კაიზერთან იბრძოლებს 
  • პარიზულ ტურნირზე კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

პარიზის გრანდ სლემის პირველ საჭიდაო დღეს, ტატამიზე ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი უნდა გასულიყვნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარგველაშვილმა აცრის შემდეგ თავი სუსტად იგრძნო და ტურნირზე აღარ იასპარეზა.

ეთერ ლიპარტელიანი პარიზში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ლიპარტელიანმა პირველ წრეში მავრიტანელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა, რის შემდეგაც ბრძოლა ფრანგ ფაიზა მოდკართან დათმო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ასევე ფრანგ ფრისკილა გნეტოს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სლოვენიელი კაია კაიზერს შეხვდება.

17- ოქტომბერს Bercy Arena-ს ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე გავლენ. ფინალური ბლოკი ორივე დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები