Thumbnail

მედალი პარიზში - ლიპარტელიანს მეტოქე არ გამოუცხადდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეთერ ლიპარტელიანმა გრანდ სლემზე მესამე მედალი მოიგო
  • კაია კაიზერი ტრავმის გამო ტატამიზე ვერ გავიდა

ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მას მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მეტოქე კაია კაიზერი არ გამოუცხადდა.

ეს ლიპარტელიანისთვის გრანდ სლემზე მოგებული მესამე მედალი იყო. მან სამივე მედალი 2021 წელს მოიგო.

ლიპარტელიანმა პირველ წრეში მავრიტანელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა, რის შემდეგაც ბრძოლა ფრანგ ფაიზა მოდკართან დათმო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ასევე ფრანგ ფრისკილა გნეტოს აჯობა.

17- ოქტომბერს Bercy Arena-ს ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე გავლენ. ფინალური ბლოკი ორივე დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები