Thumbnail
  • IFFHS-მა ახალი პროექტი დაიწყო: 'ყველა დროის ოცნების გუნდები'
  • საქართველოს ყველა დროის ნაკრებში ბევრი დიდი ფეხბურთელი ვერ მოხვდა
  • ამის მიუხედავად, საერთაშორისო ფედერაციის არჩევანი უნაკლოა
  • ნახეთ ასევე არგენტინის, ბრაზილიის, ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის სიმბოლურები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. IFFHS-მა ახლახან დაიწყო პროექტი - "ყველა დროის ოცნების გუნდები". საერთაშორისო ფედერაცია ქვეყნების სიმბოლურ გუნდებს ლათინური ანბანის მიხედვით ასახელებს. მაგალითად, იტალიის ყველა დროის გუნდი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ყველა დროის ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან ვერავინ მოხვდა. მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან სიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია - კახა კალაძე. დანარჩენები კი ძველი, საბჭოთა პერიოდიდან არიან. სიაში არც გიორგი ქინქლაძეა დაარც ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე. მაშ ასე, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება:

საქართველო (4-3-3): ანზორ კავაზაშვილი - რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე - თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია - სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი.

IFFHS-მა უკვე შეადგინა რამდენიმე საფეხბურთო ქვეყნის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები, რომელთაც ასევე გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ ფედერაცია ლათინური ანბანით მოყვება ქვეყნებს და ამჟამად G-ზეა მისული. ამიტომაც, ჯერ არ არის იტალიის, ესპანეთის და სხვა ნაკრებების სიმბოლურები. 

არგენტინა (4-3-3): ამადეო კარისო - ხავიერ ძანეტი, დანიელ პასარელა, რობერტო პერფუმო, სილვიო მარცოლინი - ფერნანდო რედონდო, ოსვალდო არდილესი, დიეგო მარადონა - ლიონელ მესი, გაბრიელ ბატისტუტა, ალფრედო დი სტეფანო.

ბრაზილია (4-2-4): ჟილმარი - კაფუ, კარლოს ალბერტო, დომინგოს დი გია, ნილტონ სანტოსი - დიდი, ზიკო - გარინჩა, პელე, რონალდო, რონალდინიო.

ინგლისი (4-2-4): გორდონ ბენქსი - ჯიმი არმფილდი, ბობი მური, ბილი რაითი, ეშლი კოული - ბრაიან რობსონი, ბობი ჩარლტონი - სტენლი მეტიუზი, გარი ლინეკერი, ჯიმი გრივსი, ტომ ფინლი.

საფრანგეთი (4-4-2): ფაბიენ ბარტეზი - ლილიან ტიურამი, ლორან ბლანი, მარსელ დესაი, მაქსიმ ბოსი - დიდიე დეშამი, ჟან ტიგანა, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი - რაიმონ კოპა, ტიერი ანრი.

გერმანია (4-3-3): ზეპ მაიაერი - მანფრედ კალცი, ფრანც ბეკენბაუერი, პაულ ბრაიტნერი, ანდრეას ბრემე - ლოთარ მათეუსი, გიუნტერ ნეტცერი, ვოლფგანგ ოვერატი - ფრიტც ვალტერი, გერდ მიულერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე.

კომენტარები

ბოლო ამბები