Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 101:104 მემფის გრიზლისი
  • სტეფ კარიმ 36 ქულა დააგროვა, თამაში ჯა მორანტმა მოიგო
  • უორიორსისთვის ეს სეზონში პირველი მარცხია

იდეალური სტარტის შემდეგ (4 თამაში, 4 მოგება), გოლდენ სტეიტმა ახალ სეზონში პირველი მარცხი იწვნია. უორიორსი მემფისთან ოვერტაიმში 101:104 (98:98 ძირითად დროში) დამარცხდა.

არადა, სტეფ კარისა და კომპანიისთვის ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ (37:20) გოლდენ სტეიტის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას თითქოს საფრთხე ოდნავადაც არ ემუქრებოდა. მაგრამ მერე და მერე ყველაფერი შეიცვალა, რაც მემფისის ახალგაზრდა ლიდერის, ჯა მორანტის დამსახურებაა. ამ უკანასკნელმა 30 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა და სტუმრები ჯერ თამაშში დააბრუნა, მერე კი, ოვერტაიმში მოაგებინა კიდეც.

თუმცა ისევ მატჩის დასაწყისს დავუბრუნდეთ: სტეფ კარის პირველი მეოთხედის შემდეგ უკვე 14 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და იყო მომენტი, როცა უორიორსი 19 ქულით იგებდა. პირველი ტაიმის შემდეგაც, მასპინძელთა უპირატესობა 10 ქულას შეადგენდა. სწორედ ამის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარში დადგა მორანტის დრო. მესამე პერიოდში მან მემფისი თამაშში 18 ქულით დააბრუნა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს ბევრი დაკარგვა ჰქონდათ. ოვერტაიმში, მორანტმა თამაშის ბედი ბრწყინვალე Spin-Move-ითა და Layup-ით გადაწყვიტა.

ბოლო ფაზაში კარის აღარაფერი გამოუვიდა. მეოთხე პერიოდსა და ოვერტაიმში მისი ექვსივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამრიგად, სტეფმა მატჩი 36 ქულით (7/20 სამქულიანი), 8 ასისტით და 7 მოხსნით დაასრულა. ენდრიუ უიგინსმა 16 ქულა ჩააგდო, ხოლო დემიონ ლიმ - 14. მემფისიდან კი, მორანტის გარდა, დესმონდ ბეინმა (19) და ჯარენ ჯეკსონმა (15 ქულა, თუმცა 5/16) ითამაშეს კარგად.

5 თამაშის შემდეგ (4-1), გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში ლიდერი აღარ არის (იუტას 4-0 აქვს). სტივ კერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, ასევე შინ, ოკლაჰომასთან გამართავს, მემფისი კი იმავე დღეს მაიამის უმასპინძლებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები