Thumbnail

31 ოქტომბერს (23:59 თბილისის დროით) გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-13 ტურის მატჩში როიალ უნიონს მასპინძლობს. გენტმა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც მოულოდნელი ლიდერის წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის ვარჯიშობენ და მათ შორის არ არის ქართველი ნახევარმცველი.

გენტის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, თუმცა ბელგიური პრესის ცნობით, ქართველ ლეგიონერს მცირე ტრავმა აქვს, წესით, ის ევროთასის მატჩისთვის მწყობრში უნდა იყოს - 4 ნოემბერს გენტი კონფერენსლიგის ჯგუფში ბელგრადის პარტიზანს მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც ტრავმების გამო კარიერის ბოლო სამ სეზონში ბევრი გაუცდა, ბელგიის თასზე გაიტანა. ეს გიორგის პირველი ოფიციალური გოლი იყო 928-დღიანი პაუზის შემდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები