Thumbnail
  • გიორგი ბეჟანიშვილი გრანდ რაპიდს გოლდში ითამაშებს
  • ეს დენვერ ნაგეთსის სარეზერვო გუნდია

G ლიგის ახალი სეზონისთვის გიორგი ბეჟანიშვილი გრანდ რაპიდს გოლდში ემზადება, რომელიც დენვერ ნაგეთსის სარეზერვო გუნდია. გოლდმა ოფიციალურად გამოაცხადა 14-კაციანი შემადგენლობა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო სახელია.

ამ სეზონში გოლდის რიგებში ითამაშებს NBA-ის ვეტერანი ლენს სტივენსონი, ასევე ნიკ სტაუსკასი და დენვერ ნაგეთსის მოთამაშე (ორმხრივი კონტრაქტით) პეტრ კორნელი. გუნდის თავკაცი NBA-ის ჩემპიონი ჯეისონ ტერია. ის დალასის რიგებში 2011 წელს გახდა ჩემპიონი, ასოციაციაში ელიტურ მსროლელად მიიჩნეოდა, სამწვრთნელო კარიერა კი 2020 წელს დაიწყო. გიორგი ბეჟანიშვილი გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დიდი ალბათობით, ის გოლდის სასტარტო ხუთეულში იქნება. 

გრანდ რაპიდს გოლდი სეზონს 11 ნოემბერს სიუ ფოლსთან მატჩით გახსნის. 3 დეკემბერს კი შეიძლება ქართული დუელი მივიღოთ - გოლდი სანდრო მამუკელაშვილის ვისკონსინ ჰერდს ესტუმრება. დენვერს სეზონის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია ბეჟანიშვილი გამოიძახოს, თუ განვითარების ლიგაში თავს გამოიჩენს.  

კომენტარები

ბოლო ამბები