Thumbnail

ჩილაჩავა TOP 14-ის ტურის სიმბოლურში - მან ლელო ქართველების ბრივთან დადო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი ლევან ჩილაჩავა საფრანგეთის TOP 14-ის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ჩილაჩავას კასტრმა ასევე ქართველი მორაგბეების ბრივს 23:22 სძლია, ლევანი კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე თამაშის პირველი ლელოც დადო. ცნობისთვის, ჩილაჩავამ მოედანზე 48 წუთი გაატარა.

ამავე შეხვედრაში ბრიველთა სასტარტო XV-ში იყვნენ ლუკა ჯაფარიძე, ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე და ამ უკანასკნელმა გარდასახვა საჯარიმოებით 17 ქულა მოაგროვა, ვანო კარკაძემ კი შეცვლაზე ითამაშა.

კასტრმა 23 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზეა, ხოლო ბრიველები 17 ქულით მეათენი არიან. მე-10 ტურში, 6 ნოემბერს, კასტრი ლიონს ესტუმრება, ხოლო ბრივი რასინგს უმასპინძლებს.

ცნობისთვის, ხსენებული მორაგბეებიდან ჩილაჩავას გარდა, ბორჯღალოსნების რიგებში ყველანი არიან გამოძახებულნი. შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებს ნოემბერში 2 ტესტ-მატჩი ელით: 14 ნოემბერს – საფრანგეთთან და 20-ში – ფიჯისთან.

📺 ლევან ჩილაჩავას ლელო ბრივთან

კომენტარები

ბოლო ამბები