Thumbnail

შორტები ბიკინის ნაცვლად - სექსიზმის გამო ფრენბურთში ჩაცმულობის წესი შეიცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პლაჟის ფრენბურთელი ქალებისთვის ბიკინის ჩაცმა აქამდე სავალდებულო იყო
  • სკანდინავიელთა პროტესტმა შედეგი გამოიღო - წესები შეიცვალა

ნორვეგიის ნაკრების პროტესტისა და სექსიზმის ბრალდებით კრიტიკის შემდეგ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (IHF) პლაჟის ფრენბურთში ჩაცმულობის წესი შეცვალა.

ნორვეგიელებმა ყურადღება ივლისში მიიქციეს, როდესაც ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტრადიციული ბიკინის ქვედატანების ნაცვლად, მოგრძო სპორტული შარვლები ეცვათ. მანამდე მათ ოფიციალურად მოითხოვეს ჩაცმულობის წესის შეცვლა, რაზეც უარი მიიღეს. ფრენბურთის ევროპის ფედერაციამ (EHF) მაშინ ნორვეგიის ნაკრებს 1500 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა და ნორვეგიელი სპორტსმენების შარვლებს “შეუსაბამო ჩაცმულობა” უწოდა.

აქამდე ოფიციალური წესი იყო, რომ ქალი ფრენბურთელების ჩაცმულობაში ბიკინი უნდა ყოფილიყო - ქვედატანი გვერდებზე მაქსიმუმ 10-სანტიმეტრიანი სიგანით.

აქამდე ქალი ფრენბურთელების ჩაცმულობაში ბიკინი სავალდებულო იყო

ახლა კი წესი შეიცვალა და ქალ ფრენბურთელებს შეუძლიათ, მოკლე შარვლები ეცვათ - ბარძაყის შუა ნაწილამდე. გარდა ამისა, გოგონებს შეუძლიათ, რომ სპორტული ბიკინის ზედატანის ნაცვლად, უსახელო მაისურები ჩაიცვან.

IHF-ს პლაჟის ფრენბურთში ჩაცმულობის წესების შეცვლა დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის სპორტის მინისტრებმა აიძულეს.

კომენტარები

ბოლო ამბები