Thumbnail

დუშან ვლაჰოვიჩი ტრანსფერზეა - ფიორენტინამ მას დიდი ფასი დაადო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფიორენტინა დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვას ზამთარში აპირებს
  • იუვენტუსი დაინტერესებულია, მაგრამ საკმარისი ფული არ აქვს
  • უფრო რეალური სერბი თავდამსხმელის ინგლისში გადასვლაა

ფლორენციის ფიორენტინა მზადაა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის საუკეთესო ბომბარდირი დუშან ვლაჰოვიჩი გაყიდოს.

21 წლის სერბი ფორვარდის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში იწურება და უკვე ცნობილია, რომ ის ფლორენციელებთამ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რის გამოც ტიფოზების ობსტრუქცია უკვე დაიმსახურა.

როგორც იტალიური მედია წერს, ფლორენციული კლუბი მას ზაფხულში აუცილებლად გაყიდის, რომ უფასოდ აღარ დაკარგოს, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ეცდება, გუნდიდან იანვარშივე გაუშვას. თუმცა, ცხადია, ნიჭიერი ფორვარდის სანაცვლოდ ფიორენტინას განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს - დუშანს 80 მილიონ ევროდ აფასებს!

დუშან ვლაჰოვიჩი ფიორენტინას ლიდერია, მაგრამ ტიფოზებთან ურთიერთობა დაეძაბა

სერბის გარშემო განვითარებულ სიტუაციას აქტიურად აკვირდება ტურინის იუვენტუსი, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ფლორენციული კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას დიდი ალბათობით ვერ მოახერხებს. ამიტომაც, ვარაუდობენ, რომ ვლაჰოვიჩი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს, ყველაზე აქტიურად კი ნიუკასლ იუნაიტედსა და ლონდონის ტოტენჰემს ახსენებენ.

მიმდინარე სეზონში დუშან ვლაჰოვიჩმა 12 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანობაში ფიორენტინას მაისურით მის ანგარიშზე 96 თამაშში 39 გოლია. ვლაჰოვიჩმა კარიერა ბელგრადის პარტიზანში დაიწყო, სერბეთის ნაკრებში კი დღემდე 12 მატჩში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები