Thumbnail

თუ კალათბურთს თამაშობ, ეს ტურნირი შენთვისაა!

  • “3X3 სერიები” 13-14 ნოემბერს, "ნიკოს” მიერ მოხატულ სტადიონებზე გაიმართება
  • ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ უნდა დაარეგისტრიროთ გუნდი  
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კალათბურთი სამი სამზე, ჩატენვების შოუ და საპრიზო ფონდი 10 000 ლარი - ახლახან მოხატულ, უბნის ულამაზეს სტადიონებზე ძალიან მაგარი ტურნირი დაიგეგმა.

13-14 ნოემბერს, კომპანია “ევროპაბეთის” მიერ პროექტ responsible.ge-ს ფარგლებში მოხატულ სტადიონებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართება და მასში მონაწილეობა მოყვარული კალათბურთელებით დაკომპლექტებულ ნებისმიერ გუნდს შეუძლია.

ეს იქნება თამაში სამი სამზე და ტურნირის სახელწოდებაც შესაბამისია: “3X3 სერიები”. ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდება: 13 ნოემბერს შესარჩევი ეტაპი გლადნის სტადიონზე (მე-5 მიკრო რაიონი) გაიმართება, 14 ნოემბერს კი ფინალური ეტაპი, ჩატენვების შოუ და დაჯილდოების ცერემონია ვაჟა ფშაველას მე-2 კვარტალში მოხატულ სტადიონზე შედგება.

რაც შეეხება მონაწილეობის კრიტერიუმებს: ტურნირზე საქართველოს სუპერლიგის მოთამაშეები არ დაიშვებიან, მონაწილეთა მინიმალური ასაკი კი 18 წელია. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია - გამარჯვებული გუნდი 5 000 ლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 3 000 ლარს. ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულისთვის პრიზი 1500 ლარია, ხოლო MVP-სთვის კი - 500 ლარი.

რეგისტრაციასა და წესებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ნახავთ Facebook-ის ჯგუფში "3X3 Georgia", თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს აქვე გაგაცნობთ.

რეგისტრაციის ძირითადი წესები

1. გუნდის ყველა წევრის მინიმალური ასაკია 18 წელი
2. ყველა მოთამაშე უნდა დარეგისტრირდეს www.fiba.com-ზე
3. გუნდის კაპიტანი რეგისტრირდება “3x3 სერიების” ტურნირზე
4. კაპიტანს შეჰყავს Fiba-ს მიერ მოთხოვნილი საკონტაქტო ინფორმაცია
5. კაპიტანი ამატებს გუნდის წევრებს (ზუსტად ისე, როგორც დარეგისტრირდნენ საიტზე)

გუნდის დარეგისტრირებას ამ გვერდიდან შეძლებთ. პროცედურა მარტივია, თუმცა კითხვების შემთხვევაში, Facebook-ის ჯგუფში "3X3 Georgia" ყველაფერში სწრაფად გაერკვევით.

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 5 სტადიონი "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის, Responsible.ge-ს პროექტის ფარგლებში მოიხატა. სამუშაოები ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ნიკომ" შეასრულა. თანამშრომლობის ფარგლებში უბნის სპორტული მოედნები „ნიკოს“ ორგანიზებით გიგანტური ნახატებით დაიფარა. კალათბურთის სტადიონები ცნობილმა არტისტებმა მოხატეს.

Responsible.ge "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები