Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 4:6, 6:3, 6:3 დანიილ მედვედევი
  • სერბმა პარიზის მასტერსის მოგებით რეკორდი დაამყარა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის ATP-მასტერსი მოიგო და ამ ტრიუმფით ახალი რეკორდი დაამყარა.

რეიტინგის პირველმა ნომერმა ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი სამ სეტში, 4:6, 6:3, 6:3 დაამარცხა. რეკორდთან ერთად ეს ნოლესთვის წლის პირველი ტრიუმფია მასტერსზე. ჯოკოვიჩს ახლა უკვე 37 მასტერსი აქვს მოგებული, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია - მან ესპანელ რაფაელ ნადალს (36) გადაასწრო.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკისთვის ნახევარფინალში, პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან მოპოვებული გამარჯვებაც ისტორიული იყო. შაბათის შემდეგ ცნობილია, რომ ჯოკოვიჩი მეშვიდედ დაასრულებს წელს რეიტინგის სათავეში. აქამდე, ამ სტატისტიკაში ნოლე ლეგენდარულ პიტ სამპრასთან ერთად ლიდერობდა.

აქვე ვთქვათ, რომ პარიზის მასტერსის ფინალი მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნების რიგით მესამე დუელი იყო 2021 წელს. თებერვალში ჯოკოვიჩმა მედვედევს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მოუგო, ხოლო სექტემბერში კი სერბი რუსთან აშშ-ის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა. პარიზში ჯოკოვიჩის რევანში შედგა - ჯამში ნოლე მედვედევს მეათედ შეხვდა და მე-6 თამაში მოუგო. პირველი სეტის წაგების შემდეგ ჯოკოვიჩმა თამაში თავის სასარგებლოდ შეატრიალა - 2:15-საათიან შეხვედრაში სერბმა პირველივე მატჩპოინტი გამოიყენა.

კომენტარები

ბოლო ამბები