Thumbnail
  • ანორთოსისმა პაფოსს 1:0 მოუგო, ქართველებიდან მხოლოდ ნიკა კაჭარავამ ითამაშა
  • თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ გიორგი ლორიასა და ნიკა ნინუაზე ილაპარაკა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა ნიკოს კალტასის ერთადერთი გოლით პაფოსი 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ქართველებიდან მხოლოდ ნიკა კაჭარავამ ითამაშა (პირველი ტაიმი), გიორგი ლორია სათადარიგო იყო, ხოლო ნიკა ნინუა განაცხადშიც ვერ მოხვდა. მატჩის შემდეგ ქეცბაიამ მათ შესახებაც ისაუბრა.

"ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებას ვულოცავ. რთული კვირის შემდეგ ვიტყოდი, რომ მიზანს მივაღწიეთ - ომონიასთან და პაფოსთან ორი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. მიხარია, რომ გოლი არ გავუშვით. მოვიპოვეთ 3 ქულა, რომელიც სატურნირო ცხრილში წინსვლის საშუალებას მოგვცემს. კმაყოფილი ვარ თამაშით და იმის გათვალისწინებით, რაც გამოვიარეთ. იმედი გვაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. ლორია მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან არ იყო, არ ვარჯიშობდა და მცირე პრობლემები ჰქონდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ცურის ეთამაშა და მან კარგი მატჩი ჩაატარა. ჩვენ ორი საიმედო მეკარე გვყავს. რაც შეეხება ნინუას: 10 წუთიც რომ მოგეცეს, შესაძლებლობები უნდა წარმოაჩინო. მას კუნთთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, თუმცა ჩვენ არ ვართ კმაყოფილები მისით და არც თვითონ არის კმაყოფილი ჩვენით", - თქვა ქეცბაიამ.

ანორთოსისი 12 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, სტუმრად ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან გამართავს. ნიკა ნინუა ანორთოსისს ზაფხულში პაოკ-იდან იჯარით შეუერთდა, მაგრამ დღემდე მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, სექტემბრის შემდეგ კი მოედანზე არ გასულა.

კომენტარები

ბოლო ამბები