Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საქართველო 27:31 ესტონეთი
  • საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი წააგო

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა. სანდუ ფლორინ იაკობის გუნდი ბოლო ტურში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ჯგუფიდან გასასვლელად, რითაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდოდა, ფრეც აწყობდა.

თუმცა, საქართველოს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 27:31 დამარცხდა. პირველ ტაიმში უპირატესობას ქართველი ხელბურთელები ფლობდნენ და რამდენჯერმე 4 ბურთითაც იგებდნენ, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 16:15 მოიგეს. იაკობის გუნდი მე-2 ტაიმშიც ახერხებდა წინ ყოფნას, ისევ იგებდა 4 გოლის სხვაობით, მაგრამ მატჩის ბოლო ნაწილი ესტონელებმა უკეთ ჩაატარეს.

საკვანძო აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ესტონელებმა ანგარიში გაათანაბრეს (24:24) და ამის შემდეგ უპირატესობას საბოლოოდ დაეუფლნენ. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები, რომელმაც მე-2 ჯგუფში მანამდე დიდი ბრიტანეთს (32:26) მოუგო, ხოლო ფინეთთან ფრე (29:29) ითამაშა, 3 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა. მეორე შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება ფინეთმა და ესტონეთმა მოიპოვეს.

🇬🇪 საქართველოს ნაკრების რამდენიმე გოლი ესტონეთთან მატჩის პირველი ნახევრიდან 🤾‍♂️

Posted by საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation on კვირა, 07 ნოემბერი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები