Thumbnail

კალათბურთი 3X3 და საპრიზო ფონდი 10 000 ლარი - გლდანში ფინალისტები გამოვლინდნენ

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • პირველი ეტაპის მატჩები მოძრაობა "ნიკოს” მიერ მოხატულ გლდანის სტადიონზე გაიმართა
  • 24 გუნდიდან 12 საუკეთესო გამოვლინდა, რომლებიც კვირას, ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კალათბურთი სამი სამზე, მოყვარულ მოთამაშეებს შორის და საპრიზო ფონდი 10 000 ლარი - ახლახან მოხატულ, უბნის ულამაზეს სტადიონებზე ძალიან მაგარი ტურნირი დაიწყო.

სამოყვარულო ტურნირის პირველი ეტაპის მატჩები შაბათს, 13 ნოემბერს, კომპანია “ევროპაბეთის” მიერ პროექტ responsible.ge-ს ფარგლებში მოხატულ გლდანის სტადიონზე გაიმართა და მასში 24-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირს “3X3 სერიები” ჰქვია და თამაშები სამი სამზე მიმდინარეობს.

გლდანის სტადიონზე ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას პოსტერებია დახატული

პირველ დღეს 24 გუნდიდან ოლიმპიური სისტემით 12 საუკეთესო გამოვლინდა. ფინალურ ბლოკში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: GGG, Nine talles, Triples, Easy money, Old school, Nets, Scooby, Air squad, Bio დრონი, Wu tang, Easy, მწვანე ოთახი. 

ფინალური ეტაპი, ჩატენვების შოუ და დაჯილდოების ცერემონია კვირას, 14 ნოემბერს ვაჟა ფშაველას მე-2 კვარტლის სტადიონზე შედგება, რომელიც ასევე პროექტ responsible.ge-ს ფარგლებში მოიხატა.

შეჯიბრის პირველი სათამაშო დღე საქართველოს 3X3 კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა გიგი გურგენიძემ შეაფასა: „აქტივობა ძალიან მაღალი იყო, შეჯიბრზე 24 გუნდი დარეგისტრირდა. გლდანის ახალმოხატულ საკალათბურთო მოედანზე ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩები ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დიდი სანახაობა ხვალ, ფინალურ ბლოკში გველოდება.“

ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია

აღსანიშნავია, რომ გლდანის საკალათბურთო მოედნის მოხატვა გუშინ დასრულდა. ახალ სტადიონზე ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას პოსტერებია დახატული და თავად სტადიონიც მათი სახელობის იქნება. 

რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს: საქართველოს სუპერლიგის მოთამაშეებს თამაშის უფლება არ აქვთ, მონაწილეთა მინიმალური ასაკი კი 18 წელია. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარი გახლავთ - გამარჯვებული გუნდი 5 000 ლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 3 000 ლარს. ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულისთვის პრიზი 1500 ლარია, ხოლო MVP-სთვის კი - 500 ლარი.

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 5 სტადიონი "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის, Responsible.ge-ს პროექტის ფარგლებში მოიხატა. სამუშაოები ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ნიკომ" შეასრულა. თანამშრომლობის ფარგლებში უბნის სპორტული მოედნები „ნიკოს“ ორგანიზებით გიგანტური ნახატებით დაიფარა. კალათბურთის სტადიონები ცნობილმა არტისტებმა მოხატეს.

Responsible.ge "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები