Thumbnail

ავარიას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ნიდერლანდელი ფეხბურთელი დაკავებულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიდერლანდების პოლიციამ ფეხბურთელი რაი ვლუტი დააკავა
  • მისი ბრალეულობით მომხდარ ავარიაში 4 წლის ბავშვი დაიღუპა

ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციამ ალმელოს ჰერაკლესის ნიდერლანდელი ფეხბურთელი რაი ვლუტი დააკავა. 26 წლის მოთამაშის დაკავება კლუბის სპორტულმა დირექტრმა ტიმ გილისენმა დაადასტურა.

ვლუტი და მისი 27 წლის თანამგზავრი ავტოავარიაში ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში მოყვნენ. ისინი შეეჯახნენ მანქანას, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა. შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ოჯახის სხვა წევრები კი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში იმყოფებიან. ვლუტი და მისი თანამგზავრი, რომელიც ასევე დაკავებულია, ავტოსაგზაო შემთხვევას უვნებლად გადაურჩნენ.

პოლიციას ეჭვი აქვს, რომ პსვ ეინდჰოვენის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ჰერაკლესში 2020 წლიდან თამაშობს, ავტომობილს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართავდა. რაი ვლუტი ყოფილი მწვრთნელის, ვილიან ვლუტის (სხვა კლუბებთან ერთად წვრთნიდა დენ ბოსხს, როდას და სპარტას) შვილია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები