- კატარი 2022-ის ევროპული პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულებულია
- ბოლო პირდაპირი საგზური ვან გაალის გუნდმა მოიპოვა
ევროპაში კატარი 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. გარკვეულია იმ 10 ნაკრების ვინაობა, რომლებმაც უკვე მოიპოვეს მუნდიალის საგზური. დღეს ბოლო საგზური ლუის ვან გაალის ნიდერლანდებმა დაიბევა. ასევე ცნობილია პლეი ოფში მონაწილე გუნდებიც.

ცარიელი ტრიბუნების წინ ნიდერლანდებმა ტრავმირებული ჰაალანდის გარეშე მოთამაშე ნორვეგიას 2:0 მოუგო, გოლები სტივენ ბერგვეინმა და მემფის დეპაიმ გაიტანეს. ამ ჯგუფში პლეი ოფის საგზური თურქეთმა მოიპოვა, ტალანტებით დაკომპლექტებული ნორვეგია კი მუნდიალზე არ იქნება.
საკვალიფიკაციო ეტაპიდან მუნდიალის საგზური პირდაპირ მოიპოვეს: სერბეთმა, ესპანეთმა, შვეიცარიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა, ხორვატიამ, ინგლისმა და გერმანიამ.
პლეი ოფში ითამაშებენ: პორტუგალია, შვედეთი, იტალია, უკრაინა, უელსი, შოტლანდია, თურქეთი, რუსეთი, პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. ერთა ლიგიდან პლეი ოფის საგზური მოიპოვეს: ავსტრიამ და ჩეხეთმა. ეს 12 გუნდი კატარის სამი დარჩენილი ევროპული საგზურისთვის იბრძოლებს.
D ჯგუფი
ფინეთი 0:2 საფრანგეთი
გოლები: 0:1 ბენზემა (66), 0:2 მბაპე (76)
საფრანგეთი (3-4-1-2): ლორისი - კუნდე (57. კომანი), უპამეკანო, ზუმა - დუბუა (46. პავარი), ტჩუამენი, რაბიო (82. ვერეტუ), დინი - გრიზმანი (67. გენდუზი) - დიაბი (57. ბენზემა), მბაპე
ბოსნია/ჰერცეგოვინა 0:2 უკრაინა
გოლები: 0:1 ზინჩენკო (59), 0:2 დოვბიკი (79)
E ჯგუფი
უელსი 1:1 ბელგია
გოლები: 0:1 დე ბრუინი (12), 1:1 მური (32)
ბელგია (3-4-3): კასტელსი - კასტანი (59. დენდონკერი), ბოიატა, თეატე (85. ვერტონგენი) - მონიე (85. ტროსარი), ვიტსელი, დე ბრუინი, ტ. აზარი - ვანაკენი, ორიგი (59. ვანზეირი), დე კეტელაერი (58. სალემეკერსი)
ჩეხეთი 2:0 ესტონეთი
გოლები: 1:0 ბრაბეცი (59), 2:0 სიკორა (85)
G ჯგუფი
ნიდერლანდები 2:0 ნორვეგია
გოლები: 1:0 ბერხგეინი (84), 2:0 დეპაი (91)
ნიდერლანდები (4-3-3): სილესენი - დუმფრისი, დე ლიხტი, ვან დეიკი, ბლინდი - ვეინალდუმი, ფ. დე იონგი, კლაასენი (73. დე როონი) - ბერგვეინი, დეპაი, დონიუმა (89. აკე)
ნორვეგია (4-3-3): ნილანდი - პედერსენი (87. ოლსენი), სტრანდბერგი, ჰანჩე-ოლსენი, მელინგი - ედეგორი, თორსბი (46. აურსენსი), ნორმანი (74. გრეგერსენი) - ელიუნუსი, სორლოტი, სოლბაკენი (46. ჰაუგე (74. კინგი))
მონტენეგრო 1:2 თურქეთი
გოლები: 1:0 ბეჩირაი (4), 1:1 აქტუროღლუ (22), 1:2 კიოკჩუ (60)
გიბრალტარი 1:3 ლატვია
გოლები: 1:0 უოკერი (7), 1:1 გუტკოვსკისი (25), 1:2 ულდრიკისი (55), 1:3 კროლისი (75)
კომენტარები