Thumbnail

საჩუქარი მსოფლიოს ჩემპიონს - ევროპაბეთმა რატი ნანავა დააჯილდოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რატი ნანავამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სენსაციურად იასპარეზა
  • ქართველმა გეიმერმა eFootball-ში მსოფლიოს უმთავრესი ტიტული მოიპოვა
  • კომპანია ევროპაბეთმა პარტნიორობის ფარგლებში ჩემპიონი დაასაჩუქრა

საქართველოს გეიმინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს და ეს ისტორიული მოვლენაა!

ქვეყნის საუკეთესო პესისტმა რატი ნანავამ IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ბევრისთვის მოულოდნელად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან eFootball-ის (ყოფილი PES) მუნდიალი სენსაციურად ჩაატარა. ნანავა ფავორიტებში არ მოიაზრებოდა - მისგან ასეთ თამაშს და მით უმეტეს ჩემპიონობას ბევრი არ ელოდა.

ნანავამ დრამატულ ფინალში მექსიკელი მეტოქე 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამწყვეტ, მეხუთე თამაშს ბოლო წუთებამდე აგებდა და 87-ე წუთზე გაათანაბრა. დამატებით დროში გოლები არ გასულა, პენალტების სერიაში კი მეტოქის ყველა თერთმეტმეტრიანი მოიგერია და 3:0 მოიგო.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, კომპანია ევროპაბეთი საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, რატი ნანავას სპეციალური პრემიით დაასაჩუქრებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ევროპაბეთი ჩემპიონს 5 000 ლარს გადასცემს.

რატი ნანავა ბაიერნით თამაშობდა და ფინალი პენალტების სერიაში, 3:0 მოიგო (ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა)

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. სწორედ ევროპაბეთის მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა, რომელთაგან რატი ნანავა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდიდან 2500 დოლარი იყო გამოყოფილი, რომელსაც ასევე რატი ნანავა მიიღებს. ევროპაბეთმა კი ჩემპიონი დამატებით 5 000 ლარით დაასაჩუქრა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, MMA-ს მებრძოლ სოფია ბაღიშვილთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

კომენტარები

ბოლო ამბები