Thumbnail

მეხუთე სტადიონი გლდანში მოიხატა - RESPONSIBLE.GE-ს პროექტი

  • ქუჩის ხელოვნების მოძრაობამ "ნიკო" კალათბურთის სტადიონები მოხატა
  • მეხუთე სტადიონი გამოკითხვით შეირჩა და გლდანში მოიხატა
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

ქუჩის ხელოვნების მოძრაობამ "ნიკო", რომელიც "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge-ს პარტნიორია, თანამშრომლობის ფარგლებში კალათბურთის მეხუთე სტადიონი მოხატა.

გიგანტური ნახატით გლდანში მდებარე სპორტული მოედანი დაიფარა. ლოკაცია ამჯერად გამოკითხვის შედეგად შეირჩა, რომელშიც თბილისის ოთხი უბნის მოედანი მონაწილეობდა - დიდუბის (აგლაძის ქუჩა), გლდანის (V მიკრო), ისნის (ნაკადულის IV გასასვლელი) და ზღვის უბნის (X კვარტალი). ნებისმიერ მსურველს artball.ge-ზე, 24 საათის განმავლობაში ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, ხმა მიეცა სასურველი კანდიდატისთვის. ხმათა უმრავლესობა გლდანში მდებარე სტადიონმა მიიღო.

სპორტი+ხელოვნება (გლდანი)

Niko • ნიკო და https://responsible.ge/-ს მეხუთე სტადიონი, რომელიც შენ აირჩიე, გლდანში მოიხატა 🏀🎨 თანამშრომლობის ფარგლებში ცნობილი არტისტები მონაწილეობდნენ 🤝 გიგანტური ნახატებით საქართველოს 3 ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში 5 მოედანი დაიფარა 🧡

Posted by popsport on Friday, November 19, 2021

232 კვ. მ. ფართობი მოძრაობა „ნიკო“-ს წევრმა გიორგი კალანდარიშვილმა, იგივე "პაბლომ" მოხატა. გიგანტური მურალის შესაქმნელად ავტორს 150 ლიტრი საღებავი და 1 კვირა დასჭირდა. ხატვის პროცესში, გამოკითხვაში გამარჯვებით გახარებული, მთელი უბანი იყო ჩართული. 

საბოლოოდ შეიქმნა ნახატი, რომელსაც კალათბურთის მოყვარულთათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მასზე სპორტის ამ სახობის ორი ქართველი ლეგენდა, ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია არიან გამოსახული.

მოძრაობა ნიკოს მიერ მოხატული სტადიონი გლდანში

ქორქია და საკანდელიძე როგორც მოედანზე, ისე ცხოვრებაში, განუყრელი მეგობრები იყვნენ. ქუთაისელმა კალათბურთელებმა თბილისის “დინამოში” ერთად თითქმის 15 წელი ითამაშეს. რაც მთავარია, მათ ასევე ერთად შეძლეს განსაკუთრებული ტიტულის, ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვება - 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის თამაშების ფინალში აშშ-ის ნაკრების დამარცხების შემდეგ.

გლდანის მოხატულმა სტადიონმა უკვე უმასპინძლა ტურნირს „3X3 სერიები“. აღნიშნულ მოედანზე შეჯიბრის პირველი ეტაპი გაიმართა. ფინალური მატჩები კი ასევე პროექტის ფარგლებში მოხატულ, ვაჟა ფშაველას კვარტლებში მდებარე სტადიონზე ჩატარდა.

გლდანის სტადიონზე ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას პოსტერებია დახატული

ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 სტადიონი გახდა. უკვე მოიხატა 5 სხვადასხვა მოედანი 3 სხვადასხვა ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა. მოედნები ცნობილმა არტისტებმა მოხატეს. პროექტის გაგრძელება მომავალ წელსაც იგეგმება.

Responsible.ge "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები