- ქართველმა პარამოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზეს
- ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ზადიშვილმა ვერცხლი, თიბილაშვილმა - ბრინჯაო
ქართველმა პარამოფარიკავეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები არიან!
პიზის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია), ირმა ხეცურიანმა პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალს დაეუფლა. მანამდე, ასევე ხმლით ფარიკაობაში (A კატეგორია), გვანცა ზადიშვილმა ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

📸 | ფოტოები: საქართველოს პარალიმპური კომიტეტი
აღსანიშნავია, რომ ზადიშვილი ნახევარფინალში კიდევ ერთ ქართველ პარამოფარიკავეს, ნინა თიბილაშვილს დაუპირისპირდა, მისი დამარცხება შეძლო და ფინალში გავიდა, სადაც, სამწუხაროდ, დამარცხდა. თიბილაშვილმა კი, რომელიც ზაფხულში გამართული პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია, ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კომენტარები