Thumbnail
  • ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა პიზაში ასპარეზობა დაასრულა
  • ქართველი პარამოფარიკავეების ანგარიშზე ჯამში 7 მედალია

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა პიზის მსოფლიო თასზე ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა. ქართველმა პარამოფარიკავეებმა, რომლებიც სამ დისციპლინაში გამოდიოდნენ (ხმალი, რაპირა, დაშნა, A და B კატეგორიები) იტალიაში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი
📸 |  საქართველოს პარალიმპური კომიტეტი

ორივე ოქროს მედალი ირმა ხეცურიანმა მიპოვა - ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში. ვერცხლის მედალი გვანცა ზადიშვილის ანგარიშზეა. ნინა თიბილაშვილმა ხმალში, რაპირასა და დაშნაში ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვა.

რაპირით გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და მეოთხე ბრინჯაოს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები