Thumbnail
  • 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლეში უკრაინას მიიღებს
  • თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 24 ნოემბრიდან, ონლაინ დაიწყება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. ილიას ზუროსის გუნდი მეტოქეს 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში (მის: 26 მაისის მოედანი) უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს. 

შეხვედრას გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება - სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 30%. ბილეთების გაყიდვა 24 ნოემბერს, 15:00 სთ-იდან, tkt.ge-ზე დაიწყება და მისი ფასი 20 ლარია. 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ, რათა მატჩის დაწყებამდე დროულად გაიარონ კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული პროცედურები:

ბილეთებთან ერთად გულშემატკივრებმა უნდა წარმოადგინონ:

✅ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

✅ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ხოლო არავაქცინირებულმა პირებმა 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.

✅ ყველა გულშემატკივარს უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია. 

✅ აღნიშნული პირობები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

✅ მაყურებლებისთვის  თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე G ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები