Thumbnail

ილია თოფურია დაუმარცხებელ ინგუშს შეხვდება და ნოკაუტს გვპირდება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ილია თოფურია კარიერაში მე-12, UFC-ში კი მე-4 ბრძოლას გამართავს
  • ქართველი მებრძოლი 2022 წლის 23 იანვარს იჩხუბებს
  • მისი მეტოქე ინგუში სპორტსმენი, დაუმარცხებელი მოვსარ ევლოევი იქნება

უკვე ოციფიალურად გახდა ცნობილი, რომ MMA-ის ქართველი მებრძოლი, 24 წლის ილია თოფურია (11-0) UFC 270-ის ღონისძიებაზე დაუმარცხებელ ინგუშს - წონის რეიტინგის მე-13 ნომერ 27 წლის მოვსარ ევლოევს (15-0) დაუპირისპირდება. 

ორივე სპორტსმენი UFC-ის ნახევრადმსუბუქ (Featherweight) წონით კატეგორიაში გამოდის - მათ მებრძოლს აქამდე ჩატარებული ყველა ბრძოლა მოგებული აქვთ. თოფურიამ UFC-ში ზედიზედ სამ ჩხუბში იმარჯვა, ევლოევმა კი 5-ში. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ბოლო ორი პაექრობა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო, ინგუშმა კი ხუთივე ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. 

თოფურიამ მომავალი დაპირისპირების ამსახველი ქავერი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დააწერა: "უკვე ოფიციალურია. 23 იანვარს კალიფორნიაში ვიქნები, UFC 270-ზე ვიჩხუბებ. ბოლო თვეების თავდაუზოგავი შრომა შედეგს მოიტანს და ამას იხილავთ. ვიღაცას წაგებათა გრაფაში 0 აღარ დარჩება! 12-0 და ტოპ 10! წავედით! ჩემი ვარაუდით, ჩხუბი პირველ რაუნდში, ნოკაუტით დასრულდება, თქვენ რას ფიქრობთ?"

ბრძოლა 2022 წლის დასაწყისში, 23 იანვარს აშშ-ის შტატ კალიფორნიის ქალაქ ანაჰეიმში გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები