- საქართველო 3:0 ისრაელი
- საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის B ჯგუფში მე-5 შეხვედრა გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა და 3 სეტში სძლია მეტოქეს: 25:21, 25:18, 25:22
შეხვედრა 84 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ქულათა ჯამით, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 75:61 მოუგო
B ჯგუფში საქართველოს და ისრაელის ნაკრებების გარდა, ავსტრია და ალბანეთი ასპარეზობენ.
5 ტურის შემდეგ, ლიდერი ავსტრიაა, რომელსაც 13 ქულა აქვს, მეორე ადგილზე ალბანეთია 11 ქულით, მესამე ადგილი კი საქართველოს ნაკრებს უკავია 3 ქულით. ისრაელი უქულოდ ასპარეზობს და ბოლო ადგილზეა.
კომენტარები