Thumbnail
  • ფინიქს სანსი 104:96 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • კრის პოლმა და კომპანიამ სტეფ კარი განაიარაღეს
  • გოლდენ სტეიტს რევანშის შანსი მალევე მიეცემა

ტოპდუელი, რომელიც ნამდვილ თრილერად გადაიქცა, კრის პოლი ყურადღების ცენტრში სტეფ კარის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და რეკორდი - NBA-ს დღის მთავარმა მატჩმა მოლოდინი არათუ გაამართლა, არამედ გადააჭარბა კიდეც.

მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდების შეხვედრაში ფინიქსმა გოლდენ სტეიტი 104:96 დაამარცხა. სანსისთვის ეს არც მეტი, არც ნაკლები, ზედიზედ მე-17 (!) გამარჯვებაა და პლუს ამას, ფინიქსმა 2006/07 წლების საკუთარი რეკორდი გაიმეორა.

პირველ რიგში კრის პოლია აღსანიშნავი, რომელმაც უორიორსის მეგავარსკვლავი სტეფ კარი Crunchtime-ში სტატის როლში დატოვა - ეს მაშინ, როცა ფინიქსმა ბოლო 5 წუთში 12:5 გაქცევა მოიწყო. 

15 ქულით, 11 ასისტით და 5 ჩაჭრით CP3 თავისი გუნდის X-ფაქტორად გადაიქცა. მორიგ წარმატებაში უდიდესი როლი ჰქონდათ დეანდრე ეიტონს (24 ქულა, 11 მოხსნა), ჯეი კრაუდერსა და კამერონ ჯონსონს (14-14 ქულა). ამასთან, ფინიქსმა უმტკივნეულოდ შეძლო მეორე ტაიმში ტრავმირებული დევინ ბუკერის (10 ქულა) არყოფნის კომპენსირება.

კარიერაში ერთ-ერთი ცუდი მატჩი ჰქონდა სტეფ კარის - გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავმა მხოლოდ 12 ქულა ჩააგდო და 2 პასი ჰქონდა. მთლიანობაში, 21 სროლიდან მხოლოდ 4 ჩააგდო (3/14 სამქულიანი). ეს გახლდათ სტეფის ყველაზე ცუდი Shooting-Performance ისეთი მატჩებიდან, რომლებშიც 20-ზე მეტი ტყორცნა ჰქონდა.

21-21 თამაშის შემდეგ დასავლეთ კონფერენციას ორივე გუნდი 18 მოგებითა და 3 მარცხით ლიდერობს. გოლდენ სტეიტს ფინიქსთან რევანშის შანსი 4 დეკემბერს მიეცემა, ოღონდ სანსი მანამდე, 3 დეკემბერს, დეტროიტ პისტონსს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები