Thumbnail
  • ჩემპიონატში ასზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა
  • ფავორიტი გუნდები დამაჯერებლად ასპარეზობენ
  • ტურნირის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს

ქართული კიბერსპორტის ყველაზე მასშტაბური ტურნირი, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ლარს შეადგენს, გადამყვეტ ფაზაში შედის. ჩემპიონატი ექვს სახეობაში მიმდინარეობს, აქედან ორი, FIFA და TEKKEN კიბერარენაზე იმართება, დანარჩენ ოთხ სახეობაში კი საუკეთესო გუნდები ლან ეტაპზე, ევროპაბეთის 'ზამთრის თასზე' გადაინაცვლებენ.

მოთამაშეების მხრიდან ყველაზე მეტი აქტიურობა PUBG MOBILE-მა გამოიწვია, რომელშიც ასზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. გუნდები რვა ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ეროვნული ლიგა ყოველ შაბათ-კვირას, საღამოს 6 საათიდან მიმდინარეობდა, თითოეული ჯგუფიდან კი TOP 8 გუნდი მეოთხედფინალში გადავიდა.

ტურნირში დარჩენილი 64 გუნდი კი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. ამ ეტაპის მატჩები 27-28 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. გრანდ-ფინალში, რომელიც უკვე სპორტის სასახლეში ჩატარდება, 16 გუნდი გადავა.

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ფავორიტმა გუნდებმა გზა საკმაოდ მარტივად გაიკაფეს, მათგან გამოსარჩეევია CLAN 13-ის, TEAM ONYX-ისა და ALPI-ს დამაჯერებელი თამაში. თუმცა ჩემპიონატში გამოჩნდნენ ისეთი კლანები, რომლებმაც დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები გამოავლინეს.

როგორც ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, გუნდებსა და დამწყებ მოთაამაშეებს საერთაშორისო კიბერსპორტის არსი ბოლომდე განუმარტონ, რაც ქვეყანაში მობაილ თამაშების განვითარებს შეუწყობს ხელს. 

PUBG MOBILE-ის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი გუნდი 6 000 ლარს მიიღებს. 

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა. მათგან ერთი, რატი ნანავა eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, MMA-ს მებრძოლ სოფია ბაღიშვილთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

კომენტარები

ბოლო ამბები