Thumbnail

პორტუგალიურ და ესპანურ მედიაში რაგბი ევროპის 2022 წლის კალენდარი გამოქვეყნდა, რომელიც, რა თქმა უნდა, არაოფიციალურია, თუმცა დიდი ალბათობით, სინამდვილეს შეესაბამება. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი წლის ბოლომდე ოფიციალურად დამტკიცდება. 

'ბორჯღალოსნებმა' რუმინეთს შინ 28:17 მოუგეს

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი, ტურნირის ვადებში ჩატარებას? კოვიდსიტუაციამ თებერვალსა და მარტში ევროპის ამ ქვეყნებში, ასევე "ქარის თასმა", სადაც, წესით, შავი ლომი იასპარეზებს. ისე, ქარის თასის გამართვას დიდი საფრთხე უკვე შეუქმნა კორონავირუსის ახალმა შტამმა "ომიკრონმა", რომელიც სწორედ სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. უკვე ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან მიმოსვლა, მათ შორის საქართველომაც.

2022 წლის ტურნირზე საქართველო ხუთიდან სამ შეხვედრას შინ გამართავს, მათ შორის რუსეთის ნაკრებთან. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გუნდს მე-4 ტურში ელის - გასვლა რუმინეთთან. 

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2022. სავარაუდო ვერსია

I ტური

5-6 თებერვალი

საქართველო V პორტუგალია
რუმინეთი V რუსეთი
ესპანეთი V ნიდერლანდები

II ტური

12-13 თებერვალი

ნიდერლანდები V საქართველო
რუმინეთი V პორტუგალია
რუსეთი V ესპანეთი

III ტური

26-27 თებერვალი

საქართველო V რუსეთი
პორტუგალია V ნიდერლანდები
ესპანეთი V რუმინეთი

IV ტური

12-13 მარტი

რუმინეთი V საქართველო
რუსეთი V ნიდერლანდები
ესპანეთი V პორტუგალია

V ტური

19-20 მარტი 

საქართველო V ესპანეთი
პორტუგალია V რუსეთი
ნიდერლანდები V რუმინეთი

შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი პარალელურად მსოფლიოს თასის (2023) საკვალიფიკაციო ეტაპიცაა 2021 წლის ტურნირის ჯამში. საკვალიფიკაციოში საქართველოს ნაკრები ხუთიდან ხუთი მოგებით ლიდერობს (24 ქულა) და უდიდესი ალბათობით, ევროპა 1-ის სახელით მოიპოვებს მსოფლიოს თასის საგზურს, სადაც უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და საკვალიფიკაციოდან მოხვედრილ კიდევ ერთ გუნდთან ერთად ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ ეს სამეული 2019 წლის მსოფლიო თასზეც "ბორჯღალოსნების" ჯგუფში იყო.

3-3 მოგებით (14-14 ქულა) მეორე-მესამე ადგილებზე რუმინეთი და პორტუგალია არიან, რუსეთს 2 მოგება აქვს (9 ქულა), ხოლო ესპანეთს 1 (7 ქულა), მაგრამ ნიდერლანდებთან (0 ქულა) თამაში ჯერ არ გაუმართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები