Thumbnail

'ამის თქმა არ მინდოდა' - ლევანდოვსკიმ მესიზე კომენტარისთვის განმარტება გააკეთა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ლიონელ მესის შესახებ პოლონურ ტელეარხ Kanal Sportowy-სთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადების გამო განმარტება გააკეთა.

ლევანდოვსკიმ თანამემამულე ჟურნალისტებთან მესის შესახებ, რომელმაც თქვა, რომ 2020 წლის ‘ოქროს ბურთის’ მოგებას ბაიერნის ფორვარდი იმსახურებდა, ასეთი კომენტარი გააკეთა: "იმედი მაქვს, რომ ეს იყო დიდი ფეხბურთელის გულწრფელი განცხადება და არა ცარიელი სიტყვები".

რასაკვირველია, რობერტის ამ კომენტარს გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც მან განმარტება გააკეთა და თქვა, რომ მისი სიტყვები ხალხმა არასწორად გაიგო.

"დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მესის, კიდევ ერთხელ ვულოცავ ‘ოქროს ბურთის’ მოგებას. ძალიან აღელვებული და აღფრთოვანებული ვიყავი პარიზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მესის სიტყვებით, როდესაც განაცხადა, რომ 2020 წელს ‘ოქროს ბურთს’ ვიმსახურებდი. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ გამიხარდება, თუ მის სიტყვებს მოუსმენენ და გაითვალისწინებენ. ჩემი განცხადება, რომელიც პოლონურ მედიაში გავაკეთე, არასწორად იქნა აღქმული. არასდროს მინდოდა მეთქვა, რომ მესის სიტყვები გულწრფელი არ იყო", - თქვა ლევანდოვსკიმ ‘კიკერთან’ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "ფრანს ფუტბოლმა" 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ‘ოქროს ბურთის“ დაჯილდოება გააუქმა, ხოლო წელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ლიონელ მესიმ მოიგო (კარიერაში მეშვიდედ), ხოლო ლევანდოვსკი მე-2 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები