Thumbnail

დუბლი და საგოლე პასი - მიქელთაძის საუკეთესო მატჩი ავსტრალიაში

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ქართველმა თავდამსხმელმა ავსტრალიის ლიგაში დუბლი შეასრულა
  • მიქელთაძე 3 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას ლიდერობს

ნიუკასლ ჯეთსის ქართველმა ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის A ლიგაში ველინგტონ ფენიქსის წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. 

ბექამ ანგარიში 32-ე წუთზე, ექს-საბურთალოელი ბუმალის პასით გახსნა, 52-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, მე-80 წუთზე კი ბრაზილიელ დანიელ პენიას გაატანინა. მასპინძლებმა 4:0 გაიმარჯვეს. 


ნიუკასლს 4 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ქართველი თავდამსხმელი კი 4 მატჩში გატანილი 3 გოლით ბომბარდირთა სიას თანაგუნდელ იუელთან ერთად ლიდერობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები