Thumbnail
  • შავი ლომი 27:20 ენისეი
  • ქართულმა ფრენჩაიზმა რაგბი ევროპის სუპერთასზე მესამე მატჩი მოიგო

პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა ევროპის სუპერთასზე მეოთხე მატჩი ჩაატარა. ისრაელის თელავივ ჰითისა და პენზის ლოკომოტივს დამარცხების შემდეგ, შავმა ლომმა ზედიზედ ორ რუსულ კლუბს უმასპინძლა. ქართველები ერთი კვირის წინ პენზის ლოკომოტივთან ავჭალაში 16:19 დამარცხდნენ, ხოლო დღეს ენისეისთან გამართული მატჩი 27:20 მოიგეს.

შავმა ლომმა რუსულ კლუბებთან მეორედ მოიგო

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორი ლელო დაუდო. მე-15 წუთზე ალექსანდრე თოდუამ გამოიჩინა თავი, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შალვა მამუკაშვილმა შეძლოს თავის გამოჩენა. გიორგი ბაბუნაშვილმა 2-დან ერთი გარდასახვა გაიტანა, მაგრამ 5 ჯარიმა შეასრულა ზუსტად და მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სტუმრებმაც ორი ლელო დადეს. დავით მესხმა 73-ე წუთზე ენისეის ანგარიშში სხვაობა შეამცირებინა. 10 ქულა რუსეთის ნაკრების დამრტყმელის რამილ გაისინის ანგარიშზე იყო, რომელმაც 2 ჯარიმა და 2 გარდასახვა გაიტანა.

ქულების ავტორები

შავ ლომს 15 ქულა დაუგროვდა და ენისეის 3 ქულით გაუსწრო. რუსულმა გუნდმა ბონუს ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. შესაძლოა, შავმა ლომმა მომდევნო შეხვედრა ისევ თბილისში გამართოს. ისრაელის თელ ავივ ჰითთან დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები