Thumbnail
  • ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე ქართული კლუბები მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ
  • გოლდენ გორმა მოგება ერთი ბრძოლით ადრე გაიფორმა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, სადაც ორმა ქართულმა კლუბმა იასპარეზა. მებრძოლი ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ბაგრატ ნინიაშვილი, ფრიდონ გიგანი, ტატო გრიგალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი. რაც შეეხება გოლდენ გორს, მათი ღირსება ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ლუკა მაისურაძემ, ვლადიმერ ახალკაცმა და გელა ზაალიშვილმა დაიცვეს.

მებრძოლი 2:3 გოლდენ გორი

მებრძოლი გერმანულ აბენსბერგთან დამარცხდა და ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა. გოლდენ გორმა კი ნახევარფინალურ ეტაპზე წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში სწორედ მებრძოლს შეხვდა.

გოლდენ გორის მხრიდან შეხვედრები ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიგეს. მებრძოლის მხრიდან გამარჯვება ტატო გრიგალაშვილსა და ვარლამ ლიპარტელიანს დარჩათ. შესაბამისად, გოლდენ გორი ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო მებრძოლი უმედლოდ დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები