Thumbnail
  • ქართველმა მოფარიკავემ ფინალი 14:15 წააგო
  • საქართველოს ნაკრები თბილისში დაგეგმილი მსოფლიო თასისთვის ემზადება

ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილი მსოფლიო თასისთვის მზდებას განაგრძობსა და საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (CN2 Elite Sabre) ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა. სანდრო ფინალში მასპინძელ ბოლად აპიტის გაეჯიბრა და დრამატულ ბრძოლაში 14:15 წააგო. 

ამავე შეჯიბრში, რომელშიც საუკეთესო ფრანგ ხმლით მოფარიკავეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებიც გამოდიოდნენ, ძალები საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ლიკა ჯიჯეიშვილმა სცადა. მას საუკეთესო ოთხეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და მეექვსე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო და ბექა ბაზაძეები, ასევე ქართული პასპორტის მქონე ფრანგი ნიკოლა რუსე საფრანგეთის ქალაქ ორლეანის ფარიკაობის კლუბში ვარჯიშობენ. ერთი თვის წინ კი მათ ლიკა ჯიჯეიშვილიც შეუერთდა.

ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, რომელიც 14-17 იანვარს საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები