Thumbnail

სუპერმატჩი ევროპალიგის 1/16 ფინალში - წილისყრის შედეგები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ნიონში ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო წყვილები მივიღეთ!

განმარტებისთვის თავიდანვე უნდა ითქვას: ევროპალიგის 1/16-ფინალში არ ითამაშებს ის 8 გუნდი, რომლებმაც თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს, რადგან მათ პირდაპირ მერვედფინალის საგზური მოიპოვეს და ამგვარად, პლეი ოფის პირველი სტადიისგან თავისუფლები არიან.

1/16-ფინალში 16 გუნდი ითამაშებს - ევროპალიგის ჯგუფების მეორეადგილოსნები, რომლებიც განთესილები იყვნენ და პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ, რაც ცხადია, გარკვეული სახის უპირატესობაა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მესამეადგილოსნები, რომლებიც განუთესავები იყვნენ, პირველ შეხვედრებს შინ ჩაატარებენ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: როგორც იცით, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ მოქმედებს! ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ორი მატჩის ჯამში ფრე ფიქსირდება, ავტომატურად დამატებითი დრო ინიშნება - მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი გოლი გაიტანა სტუმარმა გუნდმა რომელიმე დუელში.

ევროპალიგის 1/16-ფინალის წყვილები

სევილია (ესპანეთი) V დინამო ზაგრები (ხორვატია)

ატალანტა (იტალია) V ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

ლაიპციგი (გერმანია) V სოსიედადი (ესპანეთი)

ბარსელონა (ესპანეთი) V ნაპოლი (იტალია)

ზენიტი (რუსეთი) V ბეტისი (ესპანეთი)

დორტმუნდი (გერმანია) V რეინჯერსი (შოტლანდია)

შერიფი (მოლდოვა) V ბრაგა (პორტუგალია)

პორტუ (პორტუგალია) V ლაციო (იტალია)

ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 17 თებერვალს, საპასუხო კი 24 თებერვალს გაიმართება. რაც შეეხება 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრას, 25 თებერვალს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები